მადლობა, რომ შემოიხედეთ

 

 

       ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,

დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,

      ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?

შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,

      ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,

ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,

     თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,

     ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ

ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ ...

 

 

 

                   

 

 

 

 

 

 

       ვიღაცას ქუჩაში ყვავილი დაჰკარგვია,

ასვალტს მტვერი და ჭუჭყი დასდებია.

      მის ფურცლებს სიცოცხლის წამი დაჰკარგვია

ყვავილი ოცნების ფიქრების ფერია.

      მე ახლოს მივედი ჩავცუცქდი მის გვერდით

სურნელს ისევ აფრქვევს, ჯერ კიდევ ცოცხალია

     თვალი დაუხუჭავს ძირს დაჰკრობია

თან თითქოს ამბობდა ,,რა ჩემი ბრალია“

     გოგოს სხვა უყვარდეს ბიჭი მას ეტრფოდეს

უბრალოდ ათევდეს ღამეებს მთვარიანს

     ყვავილი აჩუქა გოგომ არ აიღო

ქუჩაში დამაგდო ,, რა ჩემი ბრალია?“

 

 

 

 

                  

 

 

 

 

       ,, !"

"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!

და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.

     "მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?

დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი.

      ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში,

მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ,

      "მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,

თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.

       "მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე,

თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,

      "მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს,

გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.

       და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო,

არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა,

      მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად:

"მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!"

 

                                

 

                        

                                    

 

 

              

 

 

 

       მე ის პატარა ნაკადული ვარ

შენ რომ ამღვრევ და ასე ათთრთოლებ.

     შენ რომ ცრემლები წყალს გააყოლე

მე ის პატარა ნაკადული ვარ

     მე ის პატარა სიყვარული ვარ,

რატომღაც შენ რომ აღარ ახსენებ

     შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს

მე ის პატარა სიყვარული ვარ.

 

 

 

 

 

 

                  

 

 

 

 

 

      სიონში შევედი სევდის ედემში

შენთვის სიყვარული უნდა შემეწირა,

      სანთელი ავანთე პატარა სანთელი.

მე ჩემი სანთელი ჯერ ხელში მეჭირა

      როდესაც გავანდე მას გულის ნადები

ო, საოცრებავ ეს რა დავინახე

     ჩუმად იღვრებოდა პატარა სანთელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      ყველაზე ლამაზი ფიქრი ყოფილა,

ფიქრი არაფრის მთქმელი

      ყველაზე საწყალი ოცნება ყოფილა.

ოცნება სათქმელად ძნელი.

     ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა

სიცოცხლე ყველაზე ძნელი.

 

 

 

 

 

                                                                            

 

Hosted by uCoz