მე სიყვარულმა ლექსის წერა დამაწყებინა

     მე სიყვარულმა ბევრი ცრემლი დამაღვრევინა

              მე სიყვარულმა ხელში ჭიქა ამაღებინა

     მწარე ცრემლებით ბევრი ღამე გამათევინა.

              მე სიყვარული ლოთაობასაც დამაწყებინებს

     მთვარეულივით შენს ფანჯარასთან გამათევინებს.

             გულში ჩავიკრავ და ამ სიტყვებს არვის გავანდობ

     რადგან გოგო ვარ და ამ ტანჯვას მარტო ავიტან,

            ღამით ლოთობას და სიარულს სულ არ ვაპირებ,

     თავის მოკვლა ხომ სიყვარულის არაწესია,

           და ღამით მხოლოდ შენზე ფიქრში მე ავტირდები

     მე ავტირდები, რადგან ცრემლი ქალის წესია.

 

 

 

 

 

                  

 

 

 

 

 

                   ვიცი რომ ჩემგან ძალიან შორს ხარ,

        დროს შენს ძებნაში უმიზნოდ ვკარგავ,

                ვიცი რომ ჩემთან არასდროს მოხვალ

        და მაინც მინდა რომ იყო კარგად.

               შენ გადაიარე ჩემს გულზე, როგორც

         წვიმიდან ცაზე გამკრთალმა ელვამ,

               შენ ჩემში დარჩი სალოცავ ღმერთა       

        და მომისაჯე დარდი და ღელვა

               ისევ შევხვდები ამღვრეულ დარდებს,

         კვლავ დამასველებს მაისის თბორი

                რა პატარაა ეს ჩვენი მხარე

         ჩვენამდე გზა კი ძალიან შორი.

 

 

 

 

 

 

 

                        

 

 

 

 

 

 

 

 

 

            მე ეს თვალები სადღაც მინახავს,

მინახავს ოღონდ აღტაცებული.

      მე ეს ტუჩები სადღაც მინახავს

მინახავს ოღონდ გაღიმებული.

     მე ეს გოგონაც სადღაც მინახავს

მინახავს ორონდ აღტაცებული

    და ეს გოგონა ახლა მტირალი

ჩაფიქრებული, დაღონებული

    ჩუმად მიჰყვება მთაწმინდის ქუჩას

სიყვარულისგან გამწარებული.

 

                                        

                                    

 

 

 

    

 

 

 

 

 

 

 

ბიჭი რომ ვიყო წითელ ვარდებს შენთვის დავკრეფდი

გაზაფხულს შენთან შევხვდებოდი ლურჯი იებით.

     შენ თუ ვარდს ნაზად აკოცებდი შემშურდებოდა

მაგრამ შენს კოცნას მხოლოდ ვარდებს ვაპატიებდი.

     ბიჭი რომ ვიყო და შენ გოგოდ გადიქცეოდე,

შენს ლამაზ თვალებს ზღაპრულ ცაში ავიტაცებდი

     დაგიკოცნიდი ლამაზ თვალებს ავსებულს შუქით

ბიჭი რომ ვიყო და შენ გოგო მოგიტაცებდი.

 

 

 

 

 

 

 

 

          

 

 

 

 

 

არ ვიცი გულში რა გიტრიალებს.

       ძლიერ კარგი ხარ თუ ძლიერ ცუდი

ჩემი გონება ამას ვერ იგებს.

       თითქოს გიცნობ და თითქოს არ გიცნობ,

ხან ახლო ხარ და ხან შორეული.

       რაც გაგიცანი იმაზე ვფიქრობ:

ანგელოზი ხარ შენ თუ გრძნეული.

      ხან მეზიზღები, ხან კი მიყვარხარ

არ ვიცი ასე რად მემართება.

       ხან აჩრდილივით თვალწინ მიდგახარ

ხან არც გიყურებ, ნეტა რა ხდება?

       არა არ მინდა რომ გამოგიცნო

სჯობს ასეთივე უცნობი დარჩე

       არ მინდა შენი სული შევიცნო

რომ უფრო მეტად არ შემიყვარდე.

 

 

 

 

      

 

 

 

სიყვარული, ეს ხომ ცრემლის მძივებია

ტანჯულ გოგოს მწუხარებით აფრქვევია.

სიყვარული ეს ხომ ძველი დარდებია

ნეტა იმას, ვისაც არვინ ჰყვარებია.

 

      

                                         

                                                                                      

 

Hosted by uCoz