მოდი! შემეხე! სანამ
ხეებს სცვივათ
ფოთლები. სანამ
შეშლილი ოცნებები
ჩემთან არიან. მოდი! გეძახი,უშენობამ
არ შემიბრალა.
მწუხარებაში
ვემალები დღეებს
ქარიანს. გადამიყოლებს
ეს ზამთარი და
გაზაფხულიც
ვეღარ გამითბობს
ცივი სუსხით გაყინულ
სხეულს. არ
შემიბრალებს
შემოდგომა და
თუ არ მოხვალ,
ფოთლით დაფენილ
ყვითელ გზებზე
დამტოვებს ეულს. მოდი!
გეძახი, უშენობამ
არ შემიცოდა, ცივი
ზამთარი შემოდგომას
დღეებს ატოლებს.
მოდი! შემეხე!
სანამ სული ბობოქრობს
ჩემში სანამ
ამ ზამთრის მარწუხები
დამიპატრონებს. სასაფლაოებს
განშორების სდიოდათ
კვამლი, ვტიროდი
დიდ ხანს უშენობით
ნაავადარი. ვშფოთავდი,
როგორც განკითხვისას
სული ცოდვილი ვიდექი , როგორც
მთვარის შუქზე
კენტი ჭადარი. სასაფლაოებს
სინანულის სდიოდათ
ცრემლი, სიზმრებს
უფრთხობდათ მონატრებით
დაღლილი კატა, ვიყავი,
როგორც ჩატეხილი
ხიდი ჩვენს შორის და სიბნელეში
გაისმოდა ,,მთვარის
სონატა“. ქარმა
გამომწვევად
ფოთლებს ჩაუარა, და
ერთ ლამაზ ფოთოლს
გული აუთრთოლა
წამო წაგიყვანო
ცხრა მთას მოგატარებ მერე
მოგიყვან და დედას
ჩაგაბარებო.
ფოთოლს ამის
მეტი არა გაუგია გრძნობა
მორეულმა თავი
დააქნია.
ქარმაც სიყვარული
აღარ გააცია ახლაც
აფრიალებს, ლამაზ
ფოთოლს
გულსაც გაუხარებს
ალბათ წარა-მარა მერე
მიატოვებს სადღაც
ქუჩის ბოლოს
ვიღაც მეეზოვის
ცოცხის ანაბარა. |
თითქოს ალუბლებს
თეთრად ათოვდეს, შენ გაქვს
მშფოთვარე, უცხო
იერი.
მე ვდგავარ სადღაც
შორეთის კართან და შენი ნახვით
ვარ ბედნიერი.
თითქოს ალუბლებს
ცისფრად აწვიმდეს, გიყურებ
თითქოს გხედავ
პირველად.
სახე შეცვლილი,
როგორც ყინული, შენ დგახარ
ჩემდა გასაკვირველად.
ჩემში ბობოქრობს
რაღაც სხვა გრძნობა, ჩემში ჩასახლდა
უცხო ასული,
შენ მოგონების
ხარ გათრთოლება და გახსენება
ჩემი წარსულის.
თითქოს ალუბლებს
ისევ სციოდეთ და გაყინული
შენშია სული.
შორ სიბნელეში
გაუჩინარდი და შენს მაგივრად
რჩება უფსკრული.
თითქოს ალუბლებს
თეთრად ათოვდეთ, შენ გქონდა
რაღაც უცხო იერი
მე ვდგავარ რაღაც
შორეთის კართან და შენი ნახვით
ვარ ბედნიერი. თუ ეს შენ
ხარ ვისაც დავეძებ თეთრი ენძელა,
ლურჯთვალა ია.
თუ შენი მრწამსი
სიყვარულია თუ შენ სახელად
ოცნება გქვია.
მოდი შეხედე
ჩემს დაღლილ თვალებს ზოგჯერ ღრუბლიანს,
ზოგჯერ კი მზიანს
დღეს ნამდვილ
სახელს არ გისახელებ მე ,,სიყვარულის
გიჟუა“ მქვია.
|