უსახლ–კარო
სიყვარული არ ვიცოდი
სიყვარულს რომ
არ ჰქონია სახლ–კარი, ქუჩა–ქუჩა
დაეძებს თავშესაფარს
საწყალი, დღედა–ღამ
იმას ფიქრობს სად ნახოს
შესაფარი, რომელ
გულს მიაშუროს,
რომელ გულს ჰკრას
ისარი, ხან ქალაქს
მიაშურებს ხან,
სოფლებსაც მოივლის, პირველივეს
თუ ვერა, მეორესაც
თუ ვერა, მესამესაც
თუ ვერა, მეცხრეს
მაინც განგმირავს
ჯადოსნური ისარით და მაშინვე
მიხვდება მისი
სახლიც ის არის. მაგრამ
ვაი იმას ვინც
ისარს მკერდში
გაიყრის ამ ქვეყნიურ
სინდისს და ნამუსს
ერთად გაიცლის, თავს იქამდე
დაჰკარგავს სანამ
ისარს მაიცლის. მაგრამ
ვაი რომ ისრის
მოცილება ძნელია, ერთი ჩაჯდომა
უჭირს მერე უკვე
მწველია. თუ გინდ
რომც მოიშორო მაინც
არას მშველია, გულში
სტოვებს იარას
რომლის შველაც
ძნელია, მეტსაც
გეტყვით პირიქით, მოცლა
მეტის–მეტია, სიყვარული
გეწვიათ ეს ხომ
თქვენი ბედია! ირგვლივ
ხეების
ჩრდილი
და მზე
თითქოს
მარტო შენთვის
ანათებს, თითქოს
შენია
ყველა ყვავილი, |
მე
ეხლა ვხვდები
რატომ
სვამენ
ღვინოს
კაცები ზღვისფერი
გაქვს თვალები
და,თავად
ჰგავხარ
ზღვას,
სიყვარულს_ქარს, |