როდესაც დარდი დაგიმარტოვებს ძნელია თითქოს
ძნელია როცა გათოშილ ხელებს არავინ გითბობს
ძნელია როცა მარტო დააბიჯებ მზესა და ქარში
ძნელია როცა აღარ იყურები ოცნებით ცაში
ძნელია ლოდინი,მასზე ფიქრიც ძნელია თითქოს
შენ უნდა ელოდო, შენზე კი თურმე არავინ ფიქრობს...
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს,
შენთან ფერები არაფერია
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.
შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი
არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო,
შენი მხატვარი მხოლოდ ერთია
შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.
ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი
ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი
როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?!
სიყვარულია ნიჭი ყოველი.
სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ
სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი.
უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის.
|
გაწვიმდება ისევ ერთ დროს,
კვირტებს შეხსნის მიკუნჭულებს,
ეს წვიმა და ეს ფოთოლი,
ისევ ისე იჩურჩულებს.
ისევ მოვა ის გოგონა, დედას გამოეპარება,
ასე ძვირად რომ დაუჯდა ერთი ბიჭის შეყვარება.
მოვა გოგო შენნაირი, იისთვალებდანამული,
მოვა ბიჭი ჩემნაირი, სიმღერა და სალამური.
შეაერთებს გულთაცემას,
შეხვედრა და გარინდება,
მაგრამ მე ის არ ვიქნები,
და ის გოგოც სხვა იქნება.
ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე – სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ გსურდეს ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.
რა დაგიშავე, მითხარი ბარე,,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.
მე სიყვარული ამიტანც უცებ,
დაგეძებ, დამსდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ, თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.
ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.
ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.
შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები;
მე ვნებიანი და ნამთვრალევი,
გეტყვი – აროდეს არ შემძულდები!
ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.
ნუ მათქმევინებ, - ამ გაზაფხულზე:
ნეტავი მიწა მეყაროს გულზე,
ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი),
ვიმღერებ მუდამ მე შენი ეშხით
და სიყვარულით განუკურნელი.
დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,
მერე, წავიდეთ, დავაგვირგვინოთ
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.
|