თვალი მიჭირავს შენზედა,
როგორც მიმინოს მწყერზედა,
ნეტავი შემატყობინა,
შენ რა გული გაქვს ჩემზედა.
იგი დღე რა დღე იქნება,
რო გეხვეოდე ყელზედა,
ქალათ ქალი ხარ, ქაღალდი,
ჯერ კალამმოუსობელი,
უხვი მიწა ხარ სახნავად,
ჯერ სახნის მოუდებელი.
მიწა ხარ ყანა ყამირი,
ჯერ კორდი გაუტეხელი,
სიყვარული მაქვს მე შენი,
ანგარიშ მიუწვდომელი.
თუ
შენგან
სითბო არ
ვიგრძენი იმ
დღეს მკვდარი
ვარ,
იმ დღეს
მკვდარი ვარ
თუ არ მოხვალ
და არ მაკოცებ,
და
რა უბრალოდ
შეგვიყვარდა
ჩვენ
ერთმანეთი
არ
შემიძლია
შენზე მეტად
ვინმე
მიყვარდეს,
გახსოვდეს
ის მთვარე
მთაწმინდაზე
და ნაზი ღამე
შენ
სიყვარული
დამიმტკიცე
იმ მთვარის
წინაშე,
და
თუ ოდესმე
დავშორდებით
კარგო
ერთმანეთს
ის ღამე
დაგსჯის
მთწმინდაზე
მთვარის
წინაშე.
შენ არ ხარ ევა, მაგრამ ხარ ქალი,
მაგრამ ჩემს თვალში ეგეც ნაკლია
დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი,
მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია
მაგრამ რაღა ვქნა?! თუ შემიყვარდა ...
მოშორებული ჩემს სხეულს ძვალი
ყველა ძვალს დავთმობ იმ ერთის გარდა
რომელსაც ღმერთმა უწოდა "ქალი"!.
|
"მე მოვალ შენთან...გაზაფხულის წვიმას მოვყვები,
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან..."
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით,
თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები.
ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში
და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.
აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე,
თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს,
გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს
და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია.
ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა,
მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა.
გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო,
რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო,
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით...
თუ მომავალი უშენობის წუთებს მპირდება,
მაშინ გაიგე ეს ცხოვრება მე არ მჭირდება.
და თუ შენ სამუდამოდ ჩემთან იქნები,
ჩემი გული აღარსადროს არ ატირდება!
|